Archive for July, 2011

Java PATH variable-ს დამატება Windows 7

Java-ში აპლიკაციების/პროგრამების დაწერისთვის/სავარჯიშოდ კომპიუტერში საჭიროა Java Development Kit (დეტალებს არ მოვყვები). თუმცა მისი მოქაჩვისა და დაინსტალირების შემდეგ, ის ხანდახან მაინც არ ყენდება.

გვაქვს თუ არა ფუნქციონირებადი JDK, შეგვიძლია შევამოწმოთ command prompt-დან ბრძანებით:

javac -version

პასუხად უნდა მივიღოთ დაახლოებით მსგავსი რამ:

javac 1.6.0_23

თუმცა ყოველთვის ასე არხდება და JDK-ს დაინსტალირების მიუხედავად, კომპისგან ვიღებთ შეტყობინებას, რომ javac ბრძანება ლეგიტიმური არ არის და ა.შ.

ხანდახან კომპზე, გარდა JDK-ს უბრალო ინსტალაციისა, საჭიროა ე.წ Java PATH variable-ს ჩამატება. ეს გულისხმობს საჭირო ადგილას მივუთითოთ ის ფოლდერი, რომელშიც განთავსებულია JDK (უფრო სწორედ JDK-ს ფოლდერში მოთავსებული bin ფოლდერი).

ამისათვის საჭიროა:

მარჯვენა კლიკი Computer-ზე –> Properties –> Advanced system settings

გამოდის ახალი ფანჯარა. მივდივართ Environment Variables

გამოდის კიდევ ერთი ახალი ფანჯარა. System variables-ს ნაწილში ვეძებ PATH ან Path ჩანაწერს.

თუ არის – Edit. . . (წესით უნდა იყოს)

  • თუ არ არის – New. . . (თუ Path არის და თქვენ მაინც ახალი ჩანაწერი გააკეთეთ, მაშინ ძველი წაიშლება)

არ წაშალოთ რაც Variable value-ში წერია!

  • თუ წაგეშალათ, ეს ჩაწერეთ C:\Program Files;C:\Winnt;C:\Winnt\System32;

არსებულ ჩანაწერებს ბოლოში მიუწერეთ ; (უბრალოდ წერტილ-მძიმე) (ყოველი ცალკეული ჩანაწერი, ბოლოს გარდა, წერტილ-მძიმით უნდა დასრულდეს)

ამის შემდეგ წერთ იმ ფოლდერის მისამართს, სადაც JDK-ს გაქვს მოთავსებული. მისამართის უნდა იყოს სრული (უნდა დაიწყოთ დისკიდან C:\ D:\ E:\)

დეტალები ამ მაგალითში ჩანს C:\Program Files\Java\jdk1.6.0_23\bin

  • მნიშვნელობა აქვს დიდ და პატარა ასოებს. თუ ფოლდერს ორსიტყვიანი სახელი ჰქვია, მიუთითეთ როგორც არის (ე.ი. უნდა დატოვეთ ადგილი სიტყვებს შორის)

როგორც ზემოთ აღვნიშნე, უნდა მიუთითოთ თავად JDK-ს ფოლდერში მოთავსებული bin

ყველაფერზე მიეცით OK

გახსენით კომანდ ფრომთი თავიდან და ჩაწერეთ javac -version

javac 1.6.0_23

, , , , , ,

Leave a comment