Posts Tagged Operating system

VirtualBox Guest Additions ჩაინსტალირება ვირტუალურ Fedora-სა და Ubuntu–ში

ვირტუალური ოპერაციული სისტემა მშვენიერი საშუალებაა ოპერაციული სისტემის, მისი კომპონენტების ან რაიმე პროგრამის დასატესტად. რომელიმე ოპერაციული სისტემის გასავირტუალურებლად ძირითადად Oracle–ს VirtualBox–ს იყენებენ. მისი მთავარი ღირსება გამოყენების სიმარტივეა და ამ სიმარტივის გათვალისწინებით მრავალფეროვანი ფუნქციები.

როდესაც ვირტუალბოქსში დავაინსტალირებთ ოპერაციულ სისტემას, ჩვენს შემთხვევაში ან Fedora 14-ს ან Ubuntu 10–ს – თავიდან ისინი არც თუ მიმზიდველად გამოიყურებიან ვირტუალურ გარემოში. ფანჯარა ძალიან მცირეა და კომპიუტერის მთელს ეკრანზე არ ვრცელდება, არსებობს გამოყენებადობასთან (usability) დაკავშირებული სხვა პრობლემებიც.

ამ საკითხების მოსაგვარებლად საჭიროა VirtualBox Guest Additions–ის ჩაინსტალირება ჩვენს ვირტუალურ ოპერაციულ სისტემებში.

გახსენით ვირტუალბოქსი და გაუშვით ვირტუალური ოპერაციული სისტემა. ახალ ფანჯარაში, ზემოთ (თუ full screen–ზე გყავთ გადაყვანილი, მაშინ ქვემოთ იქნება. შეიძლება ქვემოთ დამალულიც იყოს, ამიტომ კურსორი მიიყვანეთ მაუსის ქვემოთა კიდესთან) არის Devices მენიუ. ჩამოშალეთ და CD/DVD Devices–ზე გადადით. მანდ მონიშნეთ VBoxGuestAdditions.iso

ამის შემდეგ მივდივართ ვირტუალურ ოპერაციულ სისტემაში ვხსნით ტერმინალს (Ubuntu: Applications –> Accessories –> Terminal;  Fedora: Applications –> System Tools –> Terminal).

გადავდივართ root მომხმარებელზე (ანუ ადმინისტრატორზე) ბრძანებით  su –

ფედორაში ოპერაციული სისტემის ინსტალაციისას უნდა გქონდეთ მითითებული root პაროლი.

უბუნტუში ვიქცევით შემდეგნაირად: sudo -i

შეგვყავს ჩვენი მომხმარებლის პაროლი.

შეგვყვანს ბრძანება mount.

გამოჩენილ სიაში ვეძებთ სად არის დამაუნთებული ჩვენი VBoxAdditions დისკი, წესით უნდა იყოს /media დირექტორია.

გადავდივართ სწორედ ამ დირექტორიაში ბრძანებით cd   /media

ბრძანება ls

გამოჩნდება VBoxAdditions–ის დირექტორია. ჩვენ უნდა მოვხვდეთ ამ დირექტორიაში, ამისათვის ბრძანება cd <directory_name> არის საჭირო, ჩვენს შემთხვევაში cd VBOXADDITIONS_4.0.2_69518

როდესაც რაიმე გრძელი სახელი გაქვთ მისათითებელი ტერმინალში, მთლიანად ნუ შეეცდებით დაწერას. დაწერეთ პირველი ასო ან პირველი რამდენიმე ასო და დააჭირეთ Tab–ს. სიტყვის დაწერა თავისით დასრულდება.

ჩვენ უკვე საჭირო ფოლდერში ვართ. რჩება ერთ–ერთი ბოლო ეტაპი.

ფედორაში ვწერთ შემდეგ ბრძანებას: yum install VBoxLinuxAdditions.run

უბუნტუში ვწერთ შემდეგ ბრძანებას: sudo ./VBoxLinuxAdditions.run

პროცესის დასრულების შემდეგ გადატვირთეთ ვირტუალური ოპერაციული სისტემა.

ინსტალაციის პროცესი იწყება. საჭირო მომენტში ტერმინალი მოგთხოვთ, რომ საბოლოოდ დაადასტუროთ ინსტალაცია: y და Enter.

პროცესის დასრულების შემდეგ გადატვირთეთ ვირტუალური ოპერაციული სისტემა.

გადატვირთვის შემდეგ Ctrl + F–ით გადაუყვანეთ ვირტუალური ოპერაციული სისტემა full screen–ზე და ამის შემდეგ თქვენი უბუნტუ/ფედორა მთელს ეკრანზე იქნება გადაჭიმული.

, , , , , , , , , ,

Leave a comment