Posts Tagged ფეისბუქი

Facebook-ზე საკუთარი მოღვაწეობის ვიზუალიზაცია – Wolfram Alpha

საძიებო სისტემა Wolfram Alpha საშუალებას გვაძლევს Facebook-ზე დარეგისტრირების დღიდან ჩვენს მიერ დაგროვილ მთელს ინფორმაციაში ვიქექოთ და ამას არსებული მონაცემების ვიზუალიზაციით აკეთებს.

ვოლფრამ ალფა ე.წ. computational knowledge engine-ს ანუ ისეთ საძიებო სისტემას წარმოადგენს, რომელიც ნაცვლად ბმულებისა, პირდაპირ გვიგდებს ძიების ობიექტის შესახებ არსებულ ინფორმაციას. თუ ჩავწერთ Benjamin Franklin, საძიებო სისტემა ამოგვიგდებს მის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღს, სურათს, მისი კარიერის თაიმლანს, ფაქტებს, რომლებიც მის შესახებ უნდა ვიცოდეთ და ა.შ.

გადიდებისთვის დაწკაპეთ სურათზე

ჩვენი ფეისბუქზე მოღვაწეობის ვიზუალიზაციისთვის საჭიროა შევიდეთ wolframalpha.com-ზე, (საიტზე რეგისტრაცია საჭირო არ არის), საძიებო ზოლში ჩავწეროთ Facebook report, მივცეთ Add App ვოლფრამის ფეისბუქის აპლიკაციაზე, მერე მივცეთ ჩვენს მონაცემებთან წვდომის ნებართვა და ორიოდ წუთში მთელი თქვენი ფეისბუქური კარიერა ფერად-ფერად, სექსუალურ გრაფებში იქნება გადმოცემული. გაითვალისწინეთ, რომ საიტზე თქვენი ფეისბუქიდან გადმოქაჩული მონაცემები 1 საათის მანძილზე იქნება ქეშირებული (მერე უნდა წაიშალოს).

ვოლფრამიდან საკუთარი თავის შესახებ, შეიძლება ისეთი რამეები შეიტყოთ, რაზეც წარმოადგენა არც კი გქონდათ. მაგალითად, რომელ ფაზაში იყო მთვარე როცა დაიბადეთ? რომელი თანავარსკვლავედები ჩანდა ცაზე თქვენი დაბადების დროს იმ ქალაქიდან, სადაც დაიბადეთ?

ვოლფრამის მიერ მოწოდებული ინფორმაციით  გაიგებთ, ფეისბუქზე დარეგისტრირების დღიდან რამდენი პოსტი გამოაქვეყნეთ, რამდენი (სისულელე) გაასტატუსეთ, რამდენი ფოტო ატვირთეთ, რამდენი ლაიქი და კომენტარი მიიღეთ ამ ყველაფერზე. ვოლფრამი მონაცემთა საშუალო არითმეტიკულებსაც (მოდასაც და მედიანასაც) ანგარიშობს. იმასაც გაიგებთ, თუ რომელ თვეში აქტიურობდით ყველაზე მეტად და იფიქრებთ იმაზე, თუ რატომ იღებთ ყველაზე ნაკლებ ლაიქს თებერვლის თვეში.

ვოლფრამი თქვენს მიერ დაშეარებული ლინკებიდან ყველაზე პოპულარულსაც იპოვის. Youtube-დან დაშეარებულ რომელ ვიდეოს ჰქონდა ყველაზე მეტი ლაიქი და შეარი? ჩემთან გარი მურის Still Got the Blues for You-ს აღმოჩნდა.

ჩემი ექაუნთის სტატისტიკური მონაცემებიდან აღსანიშნავია, რომ ჩემს ფეისბუქის მეგობართა წრეში პრაქტიკულად დაცულია გენდერული ბალანსი (განსხვავება 1.2 პროცენტია ქალების სასარგებლოდ), იმ მეგობრებიდან, რომელთაც relationship status მითითებული აქვთ, 39 პროცენტს bf/gf არ ჰყავს, 28% დაოჯახებულია, მეოთხედი კი ყურებამდეა შეყვარებული (ან არც არის).

ვოლფრამ ალფა მეგობართა ქსელსაც (↓) წარმოგვიდგენს: რა გვაქვს მათთან საერთო – უმაღლესი სასწავლებელი, სამუშაო ადგილი, საცხოვრებელი ქალაქი თუ არაფერი

თავად ვოლფრამის საიტზე ქსელის ეს გრაფა ინტერაქტიულია – ყოველი წრე მეგობარია და მაუსის მიყვანით მის ვინაობას იგებთ.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც ვოლფრამი თქვენს შესახებ გაგაგებინებთ. მონაცემები იმდენად user friendly გზით არის წარმოადგენილი, რომ ჯობია ისეთ დროს გააკეთოთ, როდესაც ნახევარ საათს მაინც გეცლებათ.

გარდა ამისა, ვოლფრამ ალფა წარმოდგენას იძლევა იმის შესახებ, თუ რამხელა რისკია (არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი მეგობრებისთვისაც) თქვენს შესახებ არსებული ინფორმაციის არასასურველ ხელში ჩავარდნა.

, , , , , ,

Leave a comment

Skype –> Microsoft 8.5b USD

Microsoft–მა 8.5 მილიარდ ამერიკულ დოლარად Skype იყიდა. მნიშვნელოვანი შენაძენია. თუმცა ძალიან ძვირი. 2010 წელს სკაიპის შემოსავალმა 860 მილიონი დოლარი შეადგინა (მაიკროსოფტის მიერ მასში გადახდილზე 10–ჯერ ნაკლები), ხოლო ოპერაციული შემოსავლები მის ღირებულებაზე 400–ჯერ ნაკლები იყო. სკაიპს მსოფლიოში 663 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. საშუალოდ თითოეულ მათგანზე მიღებული 1.3 დოლარი კი მეტად მცირე შემოსავალია.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როგორ შეცვლის (ან შეცვლის თუ არა) მაიკროსოფტი სკაიპის მომსახურებასა და ბიზნეს მოდელს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით სკაიპს საკუთარი ბიზნეს მოდელი არ გააჩნია. უფრო სწორედ გააჩნია (მისი არსი მდგომარეობს სკაიპიდან მობილურ ტელეფონებზე დარეკვასა და პროგრამის ინტერფეისში გამოჩენილ რეკლამებზე), მაგრამ მას ძალიან მცირე შემოსავლები მოაქვს. გამოითქვა მოსაზრება, რომ მაიკროსოფტი სკაიპს გამოიყენებს საკუთარ პროდუქტებში – Xbox 360 სათამაშო კონსოლსა და მოძრაობის აღმქმელ Kinect მოწყობილებებში. შესაძლოა მომავალში სკაიპით გეიმერებმა თამაშის დროს ერთმანეთთან აუდიო და ვიდეო კავშირი განახორციელონ. თუმცა ეს შორეული პერსპექტივაა.

სხვადასხვა გამოცემებმა, მათ შორის ბრიტანულმა The Economist–მა დაიწყეს საუბარი, რომ ახლანდელი სიტუაცია ჰგავს 1990–იანების ბოლოსა და 2000–იანების დასაწყისში მომხდარ დოთკომის ბუშტს. მაშინ სოკოებივით ამოდიოდნენ კომპანიები IT სფეროში და მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციას ვერ ქმნიდნენ, იყიდებოდნენ და თან ძალიან ძვირად.

იმჟამინდელი სიტუაციიდან დღევანდელს განასხვავებს ის, რომ დღესდღეობით ინტერნეტი 2 მილიარდზე მეტ მომხმარებელს მოიცავს. დოთკომის ბუშტი ამერიკული ფენომენი იყო – ძირითადად ამერიკულ IT კომპანიებს მოიცავდა. ამჟამინდელი პოტენციური ბუშტი კი გლობალურ სივრცეს მოიცავს. მაგალითად, ამერიკული და ევროპული კომპანიები მსუყე თანხებს ჩამოდიან ჩინური სტარტაპების ან უკვე ჩამოყალიბებული კომპანიების სანაცვლოდ. ჩინეთი განცალკევებულ უზარმაზარ ბაზარს წარმოადგენს 370 მილიონი მომხმარებლით და მათ რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება. თუმცა ინტერნეტ კონტროლი, ინფლაცია და არასტაბილური ეკონომიკური გარემო ჩინეთს რისკიან ადგილად აქცევს.

პროფესიულმა სოციალურმა ქსელმა LinkedIn–მა საკუთარი აქციები საჯარო გახადა. ის 3.3 მილიარდ დოლარად შეფასდა. თუმცა მას საკუთარი ბიზნეს მოდელი აქვს, რომელსაც სკაიპზე,  Facebook–სა და Twitter–ზე უფრო მეტი შემოსავალი მოაქვს. ფეისბუქის დღევანდელი საბაზრო ფასი 76 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი აქციების ნაწილი ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs–მა შეიძინა და გაყიდვა დაიწყო. სოციალური ქსელის ფასი გადაჭარბებულია, რადგანაც მისი შემოსავალი 2010 წელს დაახლოებით 1.5 მილიარდი ამერიკული დოლარი იყო, მოგებამ კი 360 მილიონი დოლარი შეადგინა.

ტვიტერი 7.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მას 200 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა არაოფიციალური მონაცემებით, მისმა შემოსავლებმა 2010 წელს დაახლოებით 150 მილიონი დოლარი შეადგინეს. 2013 წლისათვის ტვიტერი აპირებს შემოსავლები მილიარდზე მეტად გაზარდოს, საიდანაც 100 მილიონზე მეტი მოგება დარჩება.

გლობალური კიბერბაზარი (მომსახურების სფეროდან პროგრამულ უზრუნველყოფამდე და ა.შ.) იზრდება. თუმცა ტექნოლოგიური განვითარება სისწრაფე სერვისების ელვისებურ შექმნასა და მათ ასევე გაუჩინარებას იწვევს. მრავალ კომპანიას უჭირს საკუთარი საბაზრო სეგმენტის შენარჩუნება. დიდი კორპორაციები სტარტაპების ან შედარებით მცირე, უკვე განვითარებული კომპანიების ყიდვით ცდილობენ ფონს გასვლას. გადარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს კომპანიას, რომელსაც ბაზარზე განსხვავებული პროდუქცია გააქვს. Google–ის შემოსავლების 80%–ზე მეტი საძიებო სისტემაზეა დამოკიდებული. თუმცა ამ სეგმენტში მას იმდენად მყარი პოზიცია აქვს, რომ რთული წარმოსადგენია, საფრთხე ემუქრებოდეს. Apple წინ მიიწევს საკუთარი i პროდუქციით. მას კომპიუტერული მომსახურების ბაზარზე სტაბილური მდგომარეობა აქვს, მობილურ ბაზარზე კი ერთ–ერთი ლიდერია. მისი iPhone უბრალოდ პროდუქციაზე შორს წავიდა და როგორც მიიჩნევა, ერთგვარ იდენტობას ჩაუყარა საფუძველი. მაიკროსოფტის მდგომარეობა დამოკიდებულია Windows ოპერაციულ სისტემაზე, მის საოფისე პაკეტსა და სათამაშო კონსოლებზე. პირველი ორი მიმართულებით მას უფრო და უფრო კონკურენტულ გარემოში უწევს თავის გატანა და მისი საბაზრო სეგმენტიც ნელა, მაგრამ მაინც დაბლა იწევს. მაიკროსოფტი მობილურ ბაზარზე ცდილობს თავის დამკვიდრებას, რაც მისი და Nokia-ს კავშირში გამოიხატა. თუმცა მათი პარტნიორობის  ნაყოფი ჯერ ბაზარზე არ გასულა, Windows 7 Mobile–ის გაუმჯობესებისათვის კი გვარიანი მუშაობა მოუწევთ.

შემოსავალი – მიღებული თანხების ჯამი ხარჯების გათვალისწინების გარეშე. ინგლისურად revenue

მოგება – თანხა, რომელიც დარჩა კომპანიას ხარჯების გადაფარვის შემდეგ. ინგლისურად income

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

Leave a comment