Posts Tagged cookies

The Economist Printed Articles შეზღუდვის მოხსნა

გავლენიანი ბრიტანული ჟურნალი The Economist ალბათ ყველას გაგიგიათ.

ეკონომისტზე იდება როგორც სპეციალურად საიტისთვის დაწერილი მასალები, ისე სტატიები ჟურნალის ბეჭდური ვერსიიდან. ამ უკანასკნელთა ნახვა კი შეზღუდულია – კვირაში ბეჭდური ვერსიის მხოლოდ 5 სტატიის წაკითხვის საშუალება გაქვთ. თუ მეტი გინდათ, ფულის გადახდა მოგიწევთ.

თუმცა ამ პრობლემის მოგვარება უფრო მარტივად შეიძლება.

თუ ამოგეწურათ მარაგი, მაგრამ გსურთ მეტი სტატიის წაკითხვა, მაშინ ბრაუზერიდან დააკოპირეთ ლინკი სხვა ბრაუზერში, ეკონომისტის მხოლოდ ბრაუზერებში მოქმედებს. მაგრამ ბრაუზერიდან ბრაუზერში სირბილი არც თუ ისე სასიამოვნოა.

თუ ვხმარობთ Firefox-ს, მაშინ მივდივართ Tools –> Options. გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც მოვნახავთ Privacy-ს და გადავალთ. ვაჭერთ Remember history–ს და ვირჩევთ Use custom settings for history.

ფანჯარაში ახალი ინფორმაცია გამოჩნდება. ვაჭერთ Exceptions. გამოდის ახალი ფანჯარა. Address of web site ზოლში ვწერთ http://www.economist.com/ და ვაჭერთ Block. ვხურავთ ამ ფანჯარას, შემდეგ ფანჯარაზე OK  და მორჩა. დღეიდან თქვენი ფაერფოქსი აღარ მიიღებს სპეციალურ მცირე პროგრამებს (ე.წ. cookies) ეკონომისტის საიტიდან, შესაბამისად ეს უკანასკნელი ვერ შეძლებს გარკვევას რამდენი სტატია გაქვთ წაკითხული.

* ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ამის შემდეგ თქვენ ვერ შეხვალთ საიტის სისტემაში (ანუ ვერ გააკეთებთ Log In–ს კომენტარის დასატოვებლად), რადგანაც სისტემაში შესვლისას საიტი იმახსოვრებს თქვენს მონაცემებს. ხსენებული ოპერაციების შემდეგ კი მას ამის საშუალება არ ექნება. თუმცა თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ საიტზე და სისტემაში შესასვლელად სხვა ბრაუზერი გამოიყენოთ.

, , ,

Leave a comment