Posts Tagged VirtualBox Guest Additions
VirtualBox Guest Additions ჩაინსტალირება ვირტუალურ Fedora-სა და Ubuntu–ში
Posted by kid in Technical Issues, ZZ Misc on 17/04/2011
ვირტუალური ოპერაციული სისტემა მშვენიერი საშუალებაა ოპერაციული სისტემის, მისი კომპონენტების ან რაიმე პროგრამის დასატესტად. რომელიმე ოპერაციული სისტემის გასავირტუალურებლად ძირითადად Oracle–ს VirtualBox–ს იყენებენ. მისი მთავარი ღირსება გამოყენების სიმარტივეა და ამ სიმარტივის გათვალისწინებით მრავალფეროვანი ფუნქციები.
როდესაც ვირტუალბოქსში დავაინსტალირებთ ოპერაციულ სისტემას, ჩვენს შემთხვევაში ან Fedora 14-ს ან Ubuntu 10–ს – თავიდან ისინი არც თუ მიმზიდველად გამოიყურებიან ვირტუალურ გარემოში. ფანჯარა ძალიან მცირეა და კომპიუტერის მთელს ეკრანზე არ ვრცელდება, არსებობს გამოყენებადობასთან (usability) დაკავშირებული სხვა პრობლემებიც.
ამ საკითხების მოსაგვარებლად საჭიროა VirtualBox Guest Additions–ის ჩაინსტალირება ჩვენს ვირტუალურ ოპერაციულ სისტემებში.
გახსენით ვირტუალბოქსი და გაუშვით ვირტუალური ოპერაციული სისტემა. ახალ ფანჯარაში, ზემოთ (თუ full screen–ზე გყავთ გადაყვანილი, მაშინ ქვემოთ იქნება. შეიძლება ქვემოთ დამალულიც იყოს, ამიტომ კურსორი მიიყვანეთ მაუსის ქვემოთა კიდესთან) არის Devices მენიუ. ჩამოშალეთ და CD/DVD Devices–ზე გადადით. მანდ მონიშნეთ VBoxGuestAdditions.iso
ამის შემდეგ მივდივართ ვირტუალურ ოპერაციულ სისტემაში ვხსნით ტერმინალს (Ubuntu: Applications –> Accessories –> Terminal; Fedora: Applications –> System Tools –> Terminal).
გადავდივართ root მომხმარებელზე (ანუ ადმინისტრატორზე) ბრძანებით su –
ფედორაში ოპერაციული სისტემის ინსტალაციისას უნდა გქონდეთ მითითებული root პაროლი.
უბუნტუში ვიქცევით შემდეგნაირად: sudo -i
შეგვყავს ჩვენი მომხმარებლის პაროლი.
შეგვყვანს ბრძანება mount.
გამოჩენილ სიაში ვეძებთ სად არის დამაუნთებული ჩვენი VBoxAdditions დისკი, წესით უნდა იყოს /media დირექტორია.
გადავდივართ სწორედ ამ დირექტორიაში ბრძანებით cd /media
ბრძანება ls
გამოჩნდება VBoxAdditions–ის დირექტორია. ჩვენ უნდა მოვხვდეთ ამ დირექტორიაში, ამისათვის ბრძანება cd <directory_name> არის საჭირო, ჩვენს შემთხვევაში cd VBOXADDITIONS_4.0.2_69518
როდესაც რაიმე გრძელი სახელი გაქვთ მისათითებელი ტერმინალში, მთლიანად ნუ შეეცდებით დაწერას. დაწერეთ პირველი ასო ან პირველი რამდენიმე ასო და დააჭირეთ Tab–ს. სიტყვის დაწერა თავისით დასრულდება.
ჩვენ უკვე საჭირო ფოლდერში ვართ. რჩება ერთ–ერთი ბოლო ეტაპი.
ფედორაში ვწერთ შემდეგ ბრძანებას: yum install VBoxLinuxAdditions.run
უბუნტუში ვწერთ შემდეგ ბრძანებას: sudo ./VBoxLinuxAdditions.run
პროცესის დასრულების შემდეგ გადატვირთეთ ვირტუალური ოპერაციული სისტემა.
ინსტალაციის პროცესი იწყება. საჭირო მომენტში ტერმინალი მოგთხოვთ, რომ საბოლოოდ დაადასტუროთ ინსტალაცია: y და Enter.
პროცესის დასრულების შემდეგ გადატვირთეთ ვირტუალური ოპერაციული სისტემა.
გადატვირთვის შემდეგ Ctrl + F–ით გადაუყვანეთ ვირტუალური ოპერაციული სისტემა full screen–ზე და ამის შემდეგ თქვენი უბუნტუ/ფედორა მთელს ეკრანზე იქნება გადაჭიმული.
ვირტუალბოქსი, ვირტუალიზაცია, ვირტუალური ოპერაციული სისტემა, უბუნტუ, ფედორა, Fedora, Linux, Operating system, Ubuntu, VirtualBox, VirtualBox Guest Additions
DISCLAIMER
Opinions expressed on the blog are solely the author's and should not be attributed to any entity.
ბლოგზე გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ავტორს და არ უნდა იყოს გაიგივებული რომელიმე ორგანიზაციის პოზიციასთან.
Мнения, высказанные в этом блоге являются исключительно субъективным мнением автора и не являются отражением позиции ни одной организации.
keywords
AOL Canned response Censorship CERT.gov.ge cookies Demand Media Device Manager Digital media do-not-track Economist eHow.dom email Estonia f.lux facebook Fedora Firefox Freedom House Freedom of information gmail google Google Apps Google Labs Hibernate Huffington Post Java Java Development Kit JavaScript Linux mail Microsoft Windows Operating system Operating Systems Sleep twitter Ubuntu VirtualBox VirtualBox Guest Additions Web 2.0 Windows 7 Windows Vista WordPress YouTube ამერიკა ონლაინი არიანა ჰაფინგტონი დემანდ მედია დოთკომის ბუშტი ვირტუალბოქსი ვირტუალიზაცია ვირტუალური ოპერაციული სისტემა თვითცენზურა ინტერნეტ თავისუფლება ინტერნეტ ინფრასტრუქტურა ინტერნეტ მარკეტინგი ინტერნეტ–ცენზურა კიბერსივრცე კიბერ–თავისუფლება ლეპტოპის გაღვიძება ლინკდინი მისამართის ზოლი ონლაინ ბიზნესი ონლაინ თავისუფლება ონლაინ მედია ონლაინ–თავისუფლება საძიებო სისტემა სკაიპი სტატიებზე შეზღუდვის მოხსნა ტვიტერი უბუნტუ ფედორა ფეისბუქი ქრომი ცენზურა ციფრული მედია ჰაფინგტონ პოსტიStats
- 25,771 hits