Posts Tagged Windows Vista

თუ ლეპტოპი თავისით იღვიძებს. . . – Windows 7

ვინც იყენებს ლეპტოპს, მისთვის ბატარეის ენერგია ორმაგად ფასობს. ხანდახან Windows 7 –ს (Vista–საც) აქვს პრობლემა, როდესაც დაძინებული (Sleep/Hibernate) კომპიუტერი თავისით იღვიძებს (ინგლისური ტერმინი – wake up), ანუ ირთვება. გარდა იმისა, რომ არაკომფორტულია, ხანდახან შესაძლოა ძვირფასი ელექტროენერგია ტყუილუბრალოდ დაიხარჯოს და კომპიუტერის გარეშე დავრჩეთ.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ Windows 7–ს მრავალი სხვადასხვანაირი პრობლემა აქვს Sleep/Hibernate–თთან დაკავშირებით. ეს პოსტი ეხება ლეპტოპის დაუკითხავ გაღვიძებას და არა სხვა პრობლემას, მაგალითად გაღვიძების შემდეგ რაიმე შეცდომის გამოგდებას/შეფერხებას ოპერაციული სისტემის მუშაობაში.

ოპერაციული სისტემის გაღვიძების ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, უსადენო (wireless) ქსელის ადაპტერის ფუნქციები. ხანდახან ახალი ქსელის აღმოჩენის შემთხვევაში, ადაპტერი აღვიძებს კომპიუტერს და საჭიროა ეს ფუნქცია გამოვრთოთ. მივდივართ Run/Search-ში და ვწერთ Device Manager. ორჯერ ვაკლიკავთ მას, რის შემდეგაც იხსნება ახალი ფანჯარა. ამ ფანჯარაში ვპოულობთ Network adapters–ს და ვაკლიკავთ. მენიუ უნდა ჩამოიშალოს და უნდა გამოჩნდეს ორი ადაპტერი – უსადენო ქსელებისა და “სადენიანი” ქსელებისთვის. უსადენო ქსელების ადაპტერზე (რომლის სახელწოდებაშიც აუცილებლად იქნება ფრაზა Wireless Network Adapter) მარჯვენა კლიკი და Properties, რითაც კიდევ ერთი ფანჯარა გაიხსნება. ამ ახალ ფანჯარაში მივდივართ Power Management. აქ ვნახულობთ არის თუ არა ფუნქცია Allow this device to wake the computer მონიშნული. თუ მონიშნულია, უნდა მოვხსნათ მონიშვნა და შემდეგ OK.

უსადენო ქსელის ადაპტერის გარდა, ანალოგიური ფუნქცია გააჩნია მაუსსაც. Device Manager–ში მონახეთ Mice and other pointing devices და შესაბამის დევაისს მოუხსენით გაღვიძების ფუნქციაზე მონიშვნა.

თუ ამის შემდეგ პრობლემა კიდევ არსებობს, მაშინ ან თქვენ კომპში არსებობს კიდევ სხვა დივაისი (მაგალითად, კლავიატურა), რომელსაც ანალოგიური ფუნქცია აქვს ან პრობლემა ოპერაციული სისტემის/აპარატურის სხვა კომპონენტშია.

, , , , , , ,

Leave a comment