Posts Tagged eHow.dom

AOL–მა Huffington Post იყიდა

ამერიკა ონლაინმა ჰაფინგტონ პოსტი 315 მილიონ დოლარად იყიდა. ამერიკა ონლაინი, როგორც სახელიდანვე მიხვდით, ამერიკული ონლაინ გიგანტია, თუმცა მის გიგანტობას საფრთხე Google–ს გამოჩენისა და გაძლიერების შემდეგ შეექმნა. ჰაფინგტონ პოსტი ამერიკული ნიუს საიტია, რომელსაც უამრავი ბლოგი აქვს. ჰაფინგტონ პოსტის ერთ–ერთი დამაარსებელი არიანა ჰაფინგტონი ამერიკა ონლაინის ედიტორიალების მენეჯმენტს ჩაიბარებს. ტრეიდის მიხედვით შეიძლება საინტერესო დასკვნების გაკეთება თანამედროვე ინტერნეტ ბაზარზე.

დღესდღეობით ინტერნეტ სივრცეში ყველაზე მომგებიანი ბიზნეს მოდელი რეკლამებს ეფუძნება. რეკლამის მოზიდვისთვის საჭიროა მაღალი დონის კონტენტი, ანუ ინფორმაცია საიტებზე. ინფორმაცია კი ძვირი ღირს. კომპანია Demand Media-მ გამოსავალი იპოვა. მათ შექმნეს მთელი რიგი საიტები (მაგალითად, eHow.com), სადაც იუზერებს შეეძლოთ საკუთარი ჩანაწერები გაეკეთებინათ აბსოლუტურად ყველაფერზე – ანუ ჰქონოდათ ბლოგები. უბრალო ბლოგ ჰოსტინგისგან დემანდ მედიას იდეას განასხვავებს: 1) შეიძლება ითქვას, ბლოგები იქმნება ინფორმაციის მოთხოვნის შესაბამისად; 2) ბლოგერებს გარანტირებული აქვთ ყურადღების გარკვეული მინიმუმი, ანუ მათ ჩანაწერებს ყველა ვარიანტში წაიკითხავს მომხმარებლების რაღაც რაოდენობა (იმიტომ რომ მთავარ საიტზე საძიებო სისტემებიდან ყოველთვის ხვდებიან გარკვეული რაოდენობის მომხმარებლები); 3) ჩანაწერების/ბლოგების პოპულარიზაციაზე ზრუნავს საიტი და არა კონკრეტულად ბლოგერი;

შედეგად დემანდ მედიამ მიიღო უზარმაზარი მრავალფეროვანი ინფორმაცია, რასაც მოჰყვა საძიებო სისტემებიდან (უპირველეს ყოვლისა Google–დან) მომხმარებელთა უზარმაზარი ტალღა. მომხმარებელთა უზარმაზარ ტალღისთვის შესაძლებელია რეკლამების დახვედრება, რაშიც მათი მომწოდებლები საკმაო ფულსაც გადაიხდიან.

ამერიკა ონლაინს ჰაფინგტონ პოსტი სწორედ კონტენტის გაფართოებისა და შექმნისთვის სჭირდება. ჰაფინგტონ პოსტს ჰყავს უამრავი ბლოგერი (მათ შორის მრავალი ცნობილი პოლიტიკური თუ შოუ–ბიზნეს პერსონა), რომლებიც ქმნიან სხვადასხვა სახისა (და ხარისხის) უზარმაზარ ინფორმაციას, რაც საძიებო სისტემებიდან მომხმარებლების მიზიდვის უპირველესი საშუალებაა.

თავისთავად ტრეიდი ჭკვიანურ და მომგებიან გათვლად მოჩანს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკა ონლაინი კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა Google–ზე (რადგანაც ეს უკანასკნელი მსოფლიოს უდიდესი სძიებო სისტემაა, განსაკუთრებით პოპულარული კი ამერიკაშია). Google-ს საძიებო ალგორითმები დროთა განმავლობაში იცვლება, რამაც შესაძლოა ძიების დროს ამოგდებულ რეზულტატებში დემანდ მედიასა და მსგავსი საიტების კონტენტი ქვემოთ ჩააჩოჩოს. ცხადია, არ იგულისხმება, რომ Google საკუთარი ფინანსური გამორჩენის გამო ალგორითმებს შეცვლის (ეს კანონით დასჯადი ქმედებაა, ევროკავშირში კი უკვე დაიწყეს კონკრეტული შემთხვევების გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით Google-ს საწინააღმდეგოდ). უბრალოდ შესაძლებელია, რომ ინტერნეტ მარკეტინგის მოთხოვნები შეიცვალოს, დემანდ მედიას იდეას კი სხვა, ახალი ბიზნეს იდეა ჩაანაცვლებს.

, , , , , , , , ,

Leave a comment