Posts Tagged დოკუმენტის დანომრვა

განსხვავებული პირველი გვერდი – MS Word

თავფურცლისთვის გვერდის ნომრის მოშორება

Word–ში ალბათ ხშირად აგიწყვიათ ნაშრომი თავისი თავფურცლით. გვერდების დანომრვისას, სასურველია გვერდის ნომერი (ჩვეულებრივ, #1) თავფურცელს არ ეწეროს. ამის გაკეთება MS Word 2007-ში საკმაოდ ადვილია.

გვერდების დანომვრისთვის

Insert –> Page Number  –>  Bottom of the Page

დოკუმენტი გადანომრილია. თუმცა ჩვენ გვინდა თავფურცელს ნომერი არ ეწეროს.

ორჯერ ვაწკაპებთ გვერდის ნომერზე (ანუ რიცხვზე).

ზემოთ, Toolbar-ზე ახალი მენიუ უნდა გამოჩნდეს.

მონიშნეთ Different First Page

შემდეგ ვაჭერთ მარცხნივ წითელ ღილაკს Close Header and Footer

თქვენი ნაშრომის თავფურცელს გვერდის ნომერი არ აწერია.

, , , ,

Leave a comment